ამინდი
საქართველოში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ხვალ, 9 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 10 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს და დათბება.

ქ. თბილისში 9 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

Print