ამინდი
23 აპრილამდე წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.


Print