ამინდი
16-17 დეკემბერს ბორჯომში და ბაკურიანში ამინდი გაუარესდება
16-17 დეკემბერს ბორჯომში და ბაკურიანში აცივდება მოსალოდნელია თოვლი ტემპერატურა ბაკურიანში დღისით -2 ღამით -7 გრადუსი იქნება, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

Print