ამინდი
ბორჯომში ტემპერატურა დაიკლებს და მოთოვს
ბორჯომში ტემპერატურა დაიკლებს და მოთოვს მომდევნო 4 დღის განმავლობაში ტემპერატურა დღისით +5, +7 ღამით კი - 2. – 4 გრადუსი იქნება. 24 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


Print