ამინდი
ხვალიდან ბორჯომში ამინდი გაუარესდება
21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე ბორჯომში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ტემპერატურა დღისით 20-23 გრადუსი, ღამით 10- 15 გრადუსი იქნება, ამინდი გაუარესდება საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც. ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


Print