ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება
ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება. პარლამენტში ,,ნარჩენებიის მართვის კოდსექსში'' შესატანი ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაბინძურება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარით, ნაცვლად 100 ლარისა. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტომობილიდან გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარით, ნაცვლად 120 ლარისა. ამავე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ მათაც, ვინც 2კგ-მდე ნარჩენს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გადაყრის. პროცესში ჩართულია 3 სხვადასხვა უწყება: საპატრულო პოლიცია , გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
ამავე კანონპროექტის თანახმად 5 ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით, ხოლო 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე იზრდება. განსხვავებუილია ჯარიმების რაოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის . ახალი სანქციები შეაფასეს ბორჯომში.
ნარჩენების მართვის კოდექსი ძალაში 6 წლის წინ შევიდა , აღნიშნული სიახლე გულისხმობს უკვე არსებული ჯარიმების გაორმაგებას , რას ფიქრობენ აღნიშნული კანონპროექტის შესახებ გარემოს დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციაში.
როგორც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სტატისტიკაში ჩანს დანაგვიანებისთვის სამცხე ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით სულ 90 ფაქტია დაფიქსირებული აქედან ყველაზე მეტი მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებისთვის 45-ი ფიზიკური თუ იურიდიული პირი დაჯარიმდა .
Print