გარემოს დაცვა
ბორჯომში ახალგაზრდები მოსახლეობას ნარჩენების სწორად დახარისხებისკენ მოუწოდებენ
ბორჯომში ნარჩენების დახარისხება გრძელდება, თუმცა ზოგიერთ ურნაში სხვა სახის ნარჩენიც გვხვდება განთავსებული. პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა ის ადგილები შეამოწმეს, სადაც მათ ფერადი ურნები განათავსეს. ისინი მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოუწოდებენ. გარემოსდაცვით პროექტს „ბორჯომი ყველაზე სუფთა და ლამაზი“, ტელეკომპანია „ბორჯომი“, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით ახორციელებს.
Print