დაბაში ტყეს ცეცხლი უკიდია
ამ წუთებში, დაბაში ტყეს ცეცხლი უკიდია. ფოტო, ერთ-ერთმა
თვითმხილველმა მოგვაწოდა.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის
თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,
რომ მოსახლეობამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და
ადგილზე მათი ეკიპაჟი მუშაობს. აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით,
ჯერ-ჯერობით უცნობია რა ფართობზეა გავრცელებული ცეცლი, ასევე უცნობია
ხანძრის გაჩენის მიზეზი. დამატებით ინფორმაციას ტელეკომპანია
"ბორჯომი" მოგვიანებით მოგაწვდით.