ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი - საპილოტე პროექტი 2 რეგიონში იწყება
17:40 / 21.07.2017
ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი საქართველოში - ქვეყნის 2 რეგიონში
საპილოტე პროექტის განხორციელება იწყება, ამის შესახებ სამუშაო
შეხვედრა თიანეთში გაიმართა.
მცხეთა-მთიანეთში დაგეგმილია სასკოლო პანსიონის აღჭურვა ავტომატური
რეჟიმის ბიომასაზე მომუშავე მიკროთბოსადგურით, სამცხე-ჯავახეთში კი
სარეკრეაციო პარკი მოეწყობა. პროექტი უპრეცენდენტოა და მისი მიზანი
საშეშე მერქნის მოხმარების შემცირებაა. მას საქართველოს ბიომასის
ასოციაცია, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების
პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.