დღეს მტკვრის დაცვის დღეა
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა, რომელიც კოალიცია "მტკვარ-არაქსის"
ინიციატივით 1999 წელს დაარსდა.
მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს
უფროსი თამარ ბაგრატია , სტუდენტებთან და სპეციალისტებტან ერთად მდ.
მტკარზე წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო.
სააგენტოს ექსპრეს ლაბორატორიით სპეციალისტებმა მდ.მტკვარზე წყლის
სინჯები აიღეს,
ადგილზე ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა. ორგანული და
არაორგანული დამაბინძურებლები, მძიმე ლითონები სააგენტოს
ლობორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამოდენიმე დღეში გახდება
ცნობილი.
მტკვრის დაცვის დღე 18 წელია აღინიშნება. მტკვარი საქართველოს
უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს,
მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს,
მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს. მტკვრის აუზის საერთო ფართობი
188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1515
კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390
კილომეტრია. საქართველო წყლის რესურსების სიუხვით ევროპაში მე-3
ადგილზეა. საქართველოს ტერიტორიაზე 26000-ზე მეტი სხვადასხვა სიდიდის
მდინარე მიედინება, რომელთა საერთო სიგრძე 60 ათას კმ-ს აღწევს.
მტკვარი ტრანსსასაზღვრო მდინარეა, რის გამოც ეს დღე საქართველოში,
სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.
გარემოს ეროვნული სააგენტო მდ.მტკვრის მონიტორინგის 14 წერტილში
ახორციელებს ხოლო მტკვრის შენაკადებზე მონიტორინგი 17 წერტილში
ხორციელდება.