გარემოს დაცვა
"სუფთად ევროპისკენ"-დასუფთავების კვირეული რეგიონებში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების მასშტაბური აქციის კვირეული მოეწყო. ერთი კვირის განმავლობაში დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სახლში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა იუსიტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ და შვედეთის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ კონკურსი „სუფთა რეგიონი“ გამოაცხადეს. კონკურსის ნომინაციებია - სუფთა ქალაქი; სუფთა მუნიციპალიტეტი; სუფთა სოფელი; სუფთა ქუჩა; სუფთა ეზო. შედეგები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდება.
კონკურსის ჩასატარებლად, მაისის პირველ ნახევარში კონკურსის კრიტერიუმები დაეგზავნება ყველა რეგიონს და აგრეთვე გავრცელდება სოციალური ქსელების საშუალებით; კვარტალურად მოხდება რეგიონებიდან შემოსული ინფორმაციების შეფასება ინდიკატორების მიხედვით; ოქტომბრის პირველ ნახევარში სრულად შეჯამდება რეგიონალური მონაცემები და გამოვლინდება გამარჯვებულები; ოქტომბრის მეორე ნახევარში ნომინაციების მიხედვით დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.
კამპანიის მხარდამჭერებია შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“;
იუსტიციის სახლიდან საქართველოს რეგიონების 10 საზოგადოებრივ ცენტრში ტელეხიდი გაიმართა. გამგეობის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვისა და არალეგალური ნაგავსაყრელების თაობაზე პრეზენტაცია დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოისმინეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.