მარტვილში ბზის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ 49 124 ლარი შეადგინა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბზის უკანონო
მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს მიმდებარე ტერიტორიაზე,
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის ტოტებით დატვირთული მიკროავტობუსი
შეაჩერეს, რომელსაც მოქალაქე ჯიმშერ შულაია მართავდა.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის
საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა.