კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ნადირობის
ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში, პალიასტომის
ტბის მიმდებარედ, მონადირეთა 4 კაციანი ჯგუფი: ზურაბ ლექვინაძე, ნოე
ჯიმშელეიშვილი, მამუკა საღარეიშვილი და ზაზა ჭეიშვილი, მოტორიანი
ნავით გადაადგილდებოდნენ და ე.წ. მანოკის გამოყენებით
ნადირობდნენ.
სამართალდამრღვევებს, მოტორიან ნავთან ერთად, 4 ერთეული თოფი, 10
მოკლული იხვი, 14 ერთეული ფიტული ჩამოერთვათ. შედგა შესაბამისი აქტი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის ორგანოებს.