გარემოს დაცვა
პლატოს ტყეს 3000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა
ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება. საშემოდგომო სამუშაოებზე, პლატოს ტერიტორიას 3000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე უკვე მეხუთე წელია ხორციელდება.

პროექტის #ბორჯომიგულშემატკივარი ფარგლებში, 4,5 ჰექტარამდე ფართობზე, ჯამში, 23 000-მდე ნერგი დაირგო. პროექტი ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც ითვალისწინებს. კამპანიის მიზანი ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.