გარემოს დაცვა
გიორგი აბრამიშვილი - წარმატებული რეინჯერი
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიის უფროს რეინჯერს,
გიორგი აბრამიშვილს, „საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ გადაეცა.
,,ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიის უფროს რეინჯერს, გიორგი
აბრამიშვილს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) და დაცული
ტერიტორიების მსოფლიო კომისიამ „საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“
გადასცა.
გიორგი აბრამიშვილი 17 წელია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უნიკალურ
ბუნებრივ მემკვიდრეობას იცავს. თავდადებული შრომით, გამოწვევებთან და
რისკებთან გამკლავების უნარით, კრიზისული სიტუაციების მართვისას
ლიდერული უნარ-ჩვევებით გამორჩეულმა ქართველმა რეინჯერმა ღირსეული
გამარჯვება მოიპოვა.
„საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ IUCN-ისა და დაცული ტერიტორიების
მსოფლიო კომისიის მიერ, მსოფლიო რეინჯერთა ფედერაციის, Global Wildlife
Conservation და Conservation Allies-თან კოლაბორაციის შედეგად
დაფუძნებული დაჯილდოებაა.
ნომინაცია მიზნად ისახავს რეინჯერთა უნიკალური ისტორიების გაზიარებას
და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.“ -აღნიშნულია გარემოს დაცვის
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გააზიარეთ :