გარემოს დაცვა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებმა დაჭრილ ბატკანძერს უმკურნალეს და ველურ ბუნებაში დააბრუნეს
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებმა დაჭრილი ბატკანძერი იპოვეს, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უმკურნალეს და ჯანმრთელი დააბრუნეს უკან, ველურ ბუნებაში. საქართველოს ეროვნული პარკების მთავარი სიმდიდრე, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასთან ერთად, თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები, განსაკუთრებით კი რეინჯერები არიან.

ფოტოზე გამოსახული პიროვნება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აწყურის უბნის უფროსი რეინჯერი ნუგზარ აიწურაძეა. იგი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაარსების დღიდან მუშაობს.


დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)
Print