„გაქცევა ლაბირინთიდან“ - სიმულაცია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
17:02 / 06.11.2020
ბორჯომის მოხალისე მეხანძრეები
ამჯერად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე, ქვაბისხევის
ხეობაში შეიკრიბნენ.
მოხალისეებმა ქვაბისხევის ხეობაში დასუფთავების აქცია გამართეს და
დაასუფთავეს საპიკნიკე ადგილები.
ასევე, მოხალისე მეხანძრეებისათვის გაიმართა საკმაოდ საინტერესო
ღონისძიება, რომელიც მოხალისე მეხანძრებს შესთავაზა კომპანია
Grata/გრატა #catalystglobal-ის გუნდმა.
მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს აქტივობაში - ‘’გაქცევა
ლაბირინთიდან’’. აქტივობის განხორციელებისათვის მოხალისეებს დაურიგდათ
ზურგჩანთები და პლანშეტები. პლანშეტების მეშვეობით მოხალისეებს უნდა
ეპოვათ კონკრეტული ლოკაცია და შეესრულებინათ სხვადასხვა სახის
დავალება, რაც მოიცავდა ფიზიკური, მენტალური და ვიზუალური
თავსატეხების ამოხსნას.
აქტივობის მიზანი იყო გუნდის ფორმირება და მოხალისეებში გუნდური
მუშაობის უნარების განვითარებას, გუნდში სხვადასხვა შესაძლებლობების
მქონე წევრების გამოვლენას და ერთობლივი ღონისძიებების
დაგეგმვა-განხორციელებას.
ღონისძიების ბოლოს მოხალისე მეხნაძრეებს გადაეცათ სიმბოლური
საჩუქრები!
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად
ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან
(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC)
თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო
თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
პროექტს "ბორჯომის მოხალისე მეხანძრეები" ახორციელებს ნაკრესი,
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით და ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
დაფინანსებით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.