ჯანდაცვა
რას გვთავაზობს ახალი სადაზღვეო სისტემა
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სადაზღვეო სისტემის სიახლეებზე ისაუბრა. აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ოჯახი, რომლის წევრთა შემოსავალი 40 000 ლარს ცდება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს.

დეპუტატის თქმით, მოქალაქეს, რომლის ხელფასიც 1000 ლარს ცდება, ამბულატორიულ მკურნალობაზე თანხის ნახევრის გადახდა მოუწევს. ზოიძის განმარტებით, ამით სახელმწიფო უბიძგებს მათ, რომ შეიძინონ კერძო დაზღვევა.

მისივე ინფორმაციით, ონლაინ რეჟიმში იქნება დაფიქსირებული ინფორმაცია ოჯახების შემოსავლების შესახებ, მისი შემცირების შემთხვევაში კი, აღნიშნული ოჯახები ისევ ჩაერთვებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.


Print