ჯანდაცვა
დაბა ბაკურიანის სამედიცინო ცენტრში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო
დაბა ბაკურიანის სამედიცინო ცენტრში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. მოქალაქეების ვაქცინაცია სინოფარმით მიმდინარეობს.
იმუნიზაცია ბაკურიანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ.
დაბა ბაკურიანში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება და კვირაში 4 დღე (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი) ბაკურიანის სამედიცინო ცენტრი მოქალაქეების იმუნიზაციას უზრუნველყოფს.


Print