შემთხვევა
აფეთქება თბილისში
თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მედია საშუალებები ავრცელებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც ადასტურებენ. სავარაუდოდ აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

გადმონგრეულია შენობის მეხუთე სართული, ადგილზე მიმოფანტულია მინების ნამსხვრევები, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები. ერთ-ერთი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო სმასახურმა სტაციონარში გადაიყვანა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
Print