საზოგადოება
ამ დრომდე პატიმრობაშია 2 მარტს პარლამენტთან დაკავებული 29 ადამიანი
ამ დრომდე პატიმრობაშია 2 მარტს პარლამენტთან დაკავებული 29 ადამიანი.
გუშინ, 2 მარტს, პარლამენტის შენობასთან დაკავებული 29 ადამიანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. როგორც რადიო თავისუფლებას მათ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში განუცხადეს, სასამართლო პროცესები ჯერ არ დანიშნულა.

პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის ორი ჟურნალისტი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძვლით. მათგან 7 იმავე საღამოს გაათავისუფლეს.

წყარო: ,,რადიო თავისუფლება''
Print