Error
საზოგადოება
ბორჯომში ოპოზიცია მერობის ერთიან კანდიდატს განიხილავს
2021 წლის2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე 44 დღეა დარჩენილი. ოპორზიციურ პარტიებს მერობის კანდიდატი ჯერ -ჯერობით არ დაუსახელებიათ, ,,ევროპული საქართველოს“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ბაქარ შირაძე ამბობს , რომ მიმდინარეობს კონსულტაციები გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატის შესარჩევად. 
რაც შეეხება ,, ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ ჯერობით თავს იკავებენ კანდიდატის დასახელებისგან, პარტიის წარმომადგენლების თქმით შესაძლებელია ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის დასახელებაც.

ბორჯომში დადასტურებული ინფორმაციით ,,ქართულმა ოცნებამ“
მერობის კანდიდატად ოთარ არბოლიშვილი დაასახელა. ბორჯომის მერობისთვის იბრძოლებს ვალერ გრიგალაშვილიც, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია.


ჯერ- ჯერობით პოლიტიკური სუბიექტები, არც პარტიულ სიებს და არც მაჟორიტარობის კანდიდატებს ასაჯაროვებენ.

პარტიული სიების, მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების დასარეგისტრირებლად, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვთ. პარტიების წარმომადგენლები ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას ამბობენ, რომ კანდიდატების ვინაობას უახლოეს მომავალში დაასახელებენ.


Print