საზოგადოება
სოფელ ჭიხარულადან მოლითამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს (R)
სოფელ ჭიხარულადან მოლითამდე გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოები მერის მოვალეობის შემსრულებელმა მოინახულა.
ამავე გზაზე გასულ წელს დაახლოებით 4 კილომეტრი მოასფალტდა. ამ გზით 4 სოფლის, ბალანთის, ჭიხარულის, მოლითსა და ტაბაწყურის მოსახლეობა ისარგებლებს.
გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტციის სამუშაობის დასრულება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. პროექტის ღირებულება 792 504 ლარია.


Print