ქალის ბლოგი
ცხოვრება დევნილობაში და ნულიდან დაწყებული ბიზნესი
54 წლის ინეზა ნარსია აფხაზეთიდან დევნილია. ბორჯომში, 27 წლის წინ დასახლდა. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ომის შემდეგ ბორჯომში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა. აქ კიდევ ორი ბიჭი შეეძინა. შემდეგ მეუღლე გარდაეცავალა და 3 შვილის დედას მარტო უწევს შვილებზე ზრუნვა. პროფესიით აგრონომია, თუმცა სამსახურებში დასაქმება იმ დროს თითქმის შეუძლებელი იყო და თავდაპირველად ბაზარში ყველის გაყიდვით დაიწყო ოჯახის რჩენა. ყველის შემდეგ ჭურჭელი შემოიტანა და ახლა თვითდასაქმებულია და უკვე 10 წელია, ქალაქის ცენტრში საჩუქრების პატარა მაღაზია აქვს. ნაქირავებ ფართში ჭურჭელს, სუვენირებს და მცირე ტექნიკას ჰყიდის. თუმცა აქამდე მოსასვლელად რთული გზა გაიარა. 




თვითდასაქმებულ მარტოხელა დედას საოჯახო ბიზნესში შვილები ეხმარებიან. ჰყავს 16, 27 და 29 წლის ბიჭები. როგორც დევნილი, ყოველთვიურად სახელმწიფოსგან იღებს ფულად დახმარებას 45 ლარის ოდენობით. დაახლოებით 3 წლის წინ კი ხელისუფლებამ საცხოვრებელი ბინა გადასცა გორში. შვილებთან ერთად ამჟამად სანატორიუმ „ბორჯომში“ ცხოვრობს, რომელიც მისი თქმით ავარიულ მდგომარეობაშია. 2 ოთახიანი სახლი რომელიც საჩუქრად მიიღო, ამბობს რომ 3 ბიჭისთვის არ არის საკმარისი. ამიტომ ცდილობს, საკუთარი ხარჯებით და ბანკიდან აღებული სესხით, შვილები საცხოვრებლით უზრუნველყოს.

„სამ ბიჭზე 2 ოთახიანი ბინა მოგვცეს გორში. ამიტომ, დღე და ღამე ვშრომობ, ვმუშაობ, რომ დანარჩენებსაც შევუძინო. ყველაფერზე სახელმწიფოს ხომ ვერ დაელოდები რომ ვინ როდის დაგეხმარება. ოჯახში ვეხმარებით ერთმანეთს, რომ რაღაც ავაშენოთ, მიწა შევიძინოთ, ბანკის სესხით რა თქმა უნდა. ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ ნახევრად აშენებული მაქვს სახლი. აქამდე რთული გზა გავიარეთ“ - ამბობს ინეზა ნარსია.





მიუხედავად ამ გაჭირვებისა და რთული გზისა, მისთვის ყველაზე მტკივნეული პერიოდი სწორედ ის იყო, როდესაც მშობლიური მხარის და ოჯახის იქ დატოვება მოუწია. ომის შემდგომ პერიოდს და და-ძმებთან განშორებას, ემოციების გარეშე ვერ იხსენებს.




რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თვითდასაქმებულ დევნილს სურს, რომ სახელმწიფო პროგრამებში ჩაერთოს და შეძლოს ბიზნესის გაფართოვება. ფინანსური დახმარების შემთხვევაში, აგრეთვე აპირებს საოჯახო სასტუმროს აშენებას.

„არის რაღაც სახელმწიფო პროგრამები. „აწარმოე საქართველოში“ და ა.შ. ძალიან მინდა, რომ რამე პროგრამაში მოვხვდე. იმიტომ, რომ იქ სადაც სახლი შენდება, ისეთი პერსპექტივაა კიდევ, შეიძლება ორი ბიჭის სახლი აშენდეს და პლიუს ჩვენი შემოსავალი ის იყოს, რომ საოჯახო სასტუმრო გაკეთდეს. ჩემ მცირე ბიზნესსაც რა თქმა უნდა გავაფართოვებდი. ახლა ბიზნესს ვერ ვაფართოვებ, რადგან ყოველთვიურად ვიხდი 1500 ლარს ბანკის სესხს. და როგორია, როცა ბანკის სესხს იხდი ამდენს პლიუს კვება გინდა, ამ ფართის ქირა გინდა და შესაბამისად, გაჩერებულია ჩემი მშენებლობა“ - ინეზა ნარსია.



რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად. ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, საგრანტო პროგრამა ხორციელდება. განაცხადების მიღება წარმოებდა 6-27 ივლისის ჩათვლით. გრანტის ოდენობაა 2500 ლარი. ითვალისწინებს 200 დევნილის დაფინანსებას. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს გამოიყო ნახევარი მილიონი ლარი.

„იმ დევნილებისთვის, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და მათი სარეიტინგო ქულა არის 65 001-დან 100 000-ის ჩათვლით, ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა. პროგრამა ითვალისწინებს ორი მიმართულებით დახმარებას. დაფარულია როგორც სასოფლო სამეურნეო ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა, ასევე თვითდასაქმებისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარების შეძენა. პროგრამის მიზანია, სოციალურად დაუცველი დევნილი მოქალაქეები იყვნენ მხარდაჭერილი სააგენტოს მხრიდან და მოხდეს მათთვის შემოსავლის გაუმჯობესება. გვინდა მხარი დავუჭიროთ იმ ფაქტს, რომ ამ ადამიანების უნარები იყოს განვითარებული და მათ მიიღონ შემოსავალი თავიანთი საქმიანობიდან“ - აცხადებს სამინისტროს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ გავაშელი.


შეძლებს თუ არა ინეზა ნარსია სახელმწიფოს ამ პროგრამით სარგებლობას და ეკონომიკურად გაძლიერებას, ეს მომავლის საკითხია. როგორც თვითდასაქმებული დევნილი ამბობს, კორონავირუსის პანდემიამ ისევე როგორც მთელი მსოფლიო და ქვეყანა, თავადაც დააზარალა.



პანდემიის დროს კი დახმარება რაც გაიცა, 70 წელს ზემოთ მყოფი დევნილებისთვის იყო სასურსათე კალათები. პროდუქტი, იძულებით გადაადგილებულ პირებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ინეზას მცირე ბიზნესში კი საიდანაც ახერხებს ოჯახის რჩენას, იკლო შემოსავლებმა. დევნილი ქალი იმედს არ ჰკარგავს, რომ კვლავ შეძლებს ფეხზე მყარად დგომას. მისი მთავარი სურვილი კი შვილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და აფხაზეთში დაბრუნებაა, იქ სადაც მშობლები და დედმამიშვილები ათეული წლის წინ დარჩა.

„დაუფიქრებლად! დაუფიქრებლად დავბრუნდებოდი აფხაზეთში. ჩემი ოცნება ეგ არის. აფხაზეთში არიან დასაფლავებული ჩემი მეუღლე, მშობლები, ჩემი დედმამიშვილების თითქმის ნახევარი იქ არის. ახლა მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტებით ერთმანეთს, გზა არ არის და ვერც გადავდივართ და ვერც გადმოვდივართ. რა თქმა უნდა, ბორჯომში ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს და ძალიან შევეჩვიე ამ ქალაქს, მაგრამ დაბრუნება რომ იყოს შესაძლებელი, ერთ წუთსაც არ დავფიქრდებოდი!“ - ინეზა.





Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ბორჯომში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით პირი დააკავეს
დაკავებულია 1989 წელს დაბადებული ზ.დ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით.
10:25 / 24.09.2020
დღის ამბები
covid 19-ის 11 ახალი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში
ადიგენში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა;
სასტუმროები
ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,გოლდენ ტულიპი" ,,ფირუზას" სახელით ცნობილ ისტორიულ შენობაშია განთავსებული.
საოჯახო სასტუმრო ,,გრიმის ვილა“ ბორჯომის ცენტრში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარეობს.
ამინდი
ბორჯომი 10 - 22 °C
img
ახალციხე 9 - 22 °C
img
თბილისი 10 - 21 °C
img
ასპინძა 9 - 25 °C
img
ახალქალაქი 6 - 18 °C
img
გამოკითხვა
ტურისტების ჩამოსვლა ბორჯომსა და ბაკურიანში
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8708
GBP
GBP
1
4.2819
TRY
TRY
1
0.4261
USD
USD
1
3.3203
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.