ტურიზმი
გაუქმებული ჯავშნები ბორჯომის სასტუმროებში - კორონავირუსის გავლენა ტურიზმზე
ბოლო პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასტუმროებში 80-90%-ით გაუქმდა ჯავშნების რაოდენობა. ამ მხრივ, განსაკუთრებულად დაზარალდა თბილისი. თითქმის იდენტური მდგომარეობაა რესტორნებშიც და სხვა კვების ობიექტებშიც. აღნიშნულ ბიზნესში ჩართული პირები, მიზეზად კორონავირუსს ასახელებენ, რომელმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ტურიზმზე. შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, ბანკებთან შუამდგომლობისა და გადასახადების გადავადების თხოვნით სასტუმროები მთავრობას მიმართავენ. რა ვითარებაა ბორჯომის სასტუმროებში და რესტორნებში, ნახეთ სიუჟეტში.
Print