ტურიზმი
მოგზაურობის მოყვარულთათვის ტურისტული მარშრუტების პირველი ელექტრონული რუკა შეიქმნა
ტურისტული მარშრუტების პირველ ელექტრონულ რუკაზე სულ 290 ტურისტული მარშრუტი რეგიონების მიხედვითაა დატანილი. ესენია: სამცხე-ჯავახეთის 46, აჭარა-გურიის 54, ქვემო და შიდა ქართლის - 28, კახეთის - 5, მცხეთა-მთიანეთის - 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის - 19, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 42, იმერეთი - 18, თბილისი - 10, დაცული ტერიტორიების მარშრუტების - 47 ტურისტული მარშრუტი.

თითოეულ მათგანს თან ახლავს მოგზაურობისთვის საჭირო შეძლებისდაგვარად სრულყოფილი ინფორმაცია. მარშრუტების უდიდესი ნაწილი სატყეო ფონდის ტერიტორიაზე მდებარეობს.

რუკის სანახავად მიჰყევით ბმულს:
https://goo.gl/EvXlRV

ინიციატივა განხორციელდა CENN-ისა და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ (პროექტის - ტყის მდგარდი მართვა საქართველოში ფარგლებში) ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით.
Print