ტურიზმი
სამხრეთ აფრიკელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ტურ-ოპერატორებს უმასპინძლა. უმსხვილესი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოში ინფო-ტური ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ თანაორგანიზებით გაიმართა.

ტურის ფარგლებში სამხრეთ აფრიკელი ტურ-ოპერატორები თბილისსა და კახეთს ესტუმრნენ. ტურ-ოპერატორები გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, დაინტერესდნენ საქართველოს ღვინისა და გასტრო ტურიზმის პოტენციალით. ტურის ფარგლებში მოეწყო კულინარიული მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია.

ინფო-ტურის მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია გამართა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

სამხრეთ აფრიკელი ტურ-ოპერატორები B2B ფორმატის ფარგლებში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს.


Print