ტურიზმი
ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დამოკიდებული ზამთრის კურორტი
წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის ცნობილი გახდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც თურნავამ განმარტა, არსებულ პირობებში რამდენადაა შესაძლებელი სრულფასოვნად იმუშაონ ზამთრის კურორტებმა, ეს კითხვა დგას.
„ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. თქვენ იცით, რომ მასშტაბურ „ლოკდაუნს“ არ ვაპირებთ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოზიცია. უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, ანუ ვმართოთ თუნდაც ეპიდემიის ასეთი გაზრდილი გამოვლინებები. ამავდროულად ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი, პირიქით, შევინარჩუნოთ და მხარი დავუჭიროთ გაჯანსაღების ტენდენციას, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის ცნობილი გახდება.“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება სეზონის გახსნას, ბაკურიანში ეს დამოკიდებულია, როგორც ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე (თოვლი), ასევე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე“, – აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში, როგორც კომპანიაში ამბობენ, კურორტებმა სეზონისთვის მზადება დიდი ხანია, დაიწყეს, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერჯერობით, უცნობია.


Print