ტურიზმი
პაატა იმნაძე - ყველაფერი გაკეთდება, რომ ქვეყანაში შემომსვლელმა ტურისტმა არ შემოიყოლოს კორონა ინფექცია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფეიბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.
რომ, ტურიზმის გახსნის შემდეგ, ცხადია იმის რისკები არსებობს, რომ შემომსვლელმა ნებისმიერმა ტურისტმა არ შემოიყოლოს კორონა ინფექცია, თუმცა ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ რისკები შემცირებულიყო.

„დღეს მსოფლიოში კონკურენციაა, ვინ დაასწრებს გახსნას. ევროპაში სლოვაკეთს და საბერძნეთს აქვთ კურორტების გახსნის გეგმა. რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მითუმეტეს უსაფრთხო იმიჯის ქვეყანა ვართ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამას გამოყენება უნდა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან კონტროლირებადი. ამაზე მუშაობს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კონტროლირებადი იქნება. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ პირველ რიგში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული უსაფრთხოება, იმისათვის, რომ ქვეყანაში შემომსვლელმა ნებისმიერმა ტურისტმა არ შემოიყოლოს კორონა ინფექცია. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი თავის დროზე გაწერილად გამოცხადდება, თუ რა რეკომენდაციები იქნება, მაგრამ ეს პირველ რიგში, აუცილებლად იქნება უსაფრთხოების გათვალისწინებით“, - განაცხადა იმნაძემ.


Print