ბაკურიანის სასტუმრო რუმსში აცხადებენ, რომ დეზინფექციას ახლა უფრო
ინტენსიურად ახორციელებენ, ვიდრე აქამდე. ტელეკომპანია „ბორჯომმა“
მდგომარეობა მოიკითხა ბორჯომში არსებულ სამივე მაღალი კლასის
სასტუმროშიც.
რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებს, ერთ-ერთმა მეპატრონემ პირად
საუბარში გვითხრა, რომ კორონავირუსის გამო არაერთი ჯავშანი გაუუქმდა.
სამაგიეროდ, ბორჯომის რესტორნები მომხმარებელთა სიმცირეს არ უჩივიან.
დეზინფექცია მიმდინარეობს სუპერმარკეტებშიც, თუმცა განსხვავებული
ვითარებაა პატარა სასურსათო მაღაზიებში. დეტალები ნახეთ სიუჟეტში.