ბორჯომის ტყეში ხანძარია
ლიკანში, 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის უკან ხანძარია. ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს წაეკიდა, შემდეგ კი ხეებზე გავრცელდა და ტყის მასივს მოედო. ძლიერი დაკვამლიანება მოსახლეობამ დაახლოებით ნახევარი საათის წინ შენიშნა.
ტერიტორია სადაც ამ დროისთვის ხანძარია გავრცელებული, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარეობს. 
ადგილზე ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი მანქანა მუშაობს.







Print