ახალი ამბები
ბორჯომში, სასტუმროდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა
მცირეწლოვანი ბავშვი დღეს, რამდენიმე წუთის წინ, სავარაუდოდ მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა. შემთხვევა ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოში გვითხრეს, 3 წლის ბავშვს კომპიუტერული კვლევა უტარდება. ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას დაზუსტებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print