ახალი ამბები
საპატიო ბაკურიანელები კობა წაქაძე და ვიქტორ ნაგოგა გახდნენ
"ბაკურიანობა 2020" - წელს გამორჩეული იყო, რადგან პირველად მოხდა საპატიო ბაკურიანელების გამოვლენა. ბაკურიანში, ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვით შეირჩა 2 ადამიანი, რომელსაც საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

საპატიო ბაკურიანელები გახდნენ ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში სახელგანთქმული სპორტსმენი კობა წაქაძე და ელექტრიკოსი ვიქტორ ნაგოგა, რომელიც აღნიშნულ სფეროში 40 წელზე მეტი მუშაობდა და ბაკურიანის ენერგომომარაგება იყო მისი დამსახურება. ორივე მათგანი ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან დიპლომებით, სამკერდე ორდენებით და სახელობითი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

შეგახსენებთ, საპატიო ბაკურიანელების დაჯილდოება გალა-კონცერტის დაწყებამდე მოხდა. გალა-კონცერტი 19:00 საათზე, ბაკურიანის პარკში, ღია-ცის ქვეშ გაიმართა, სადაც ადგილობრივების და ზამთრის კურორტის სტუმრებაზე განწყობაზე ჯგუფი No Coment ცდილობდა. გალა-კონცერტი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

დღეს, 17 თებერვალს, დიდველის ტერიტორიაზე კი შეჯიბრი გაიმართება სლალომში.
Print