ახალი ამბები
აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს, მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე. ასევე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.



კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია. ობსერვატორიას რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩაუტარდა და 3 მილიონამდე დაიხარჯა.



აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დაარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა.



ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

Print