ახალი ამბები
ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულებისთვის საავადმყოფო 2 დღეში ააშენეს
ჩინეთის ქალაქ უხანში საავადმყოფო, რომლის მშენებლობაც 2 დღის წიინ დაიწყეს, უკვე გაიხსნა. კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებულებს მოათავსებენ.

საავადმყოფო 1000 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში პირველი პაციენტები უკვე გადაიყვანეს.

საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება 10 დღეში იგეგმებოდა.






გუშინ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 32 ადამიანამდე, დაინფიცირებულთა კი - 5,974-მდე გაიზარდა

ჩინეთის ეროვნულმა ჯანდაცვის კომისიამ განაცხადა, რომ გარდაცვლილთა როადენობამ, ერთ დღეში 26-ით, დადასტურებული შემთხვევების კი - 1500-ით მოიმატა.

ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთს გარეთაც, მათ შორის გერმანიაში, სადაც ვირუსით უკვე ოთხი ადამიანია დაინფიცირებული.

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა


Print