ახალი ამბები
ტელეკომპანია "ბორჯომის" 13:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება დროებით შეწყდა
მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ტელეკომპანია "ბორჯომის" შენობა, დაიბზარა ოფისის კედლები. 13:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება "დღის ქრონიკა", რომელიც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა, დროებით შეწყდა. გაითიშა მაუწყებლობა.
შეგახსენებთ, მიწისძვრის სიმძლავრე 4,3 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრი კი სოფელი ვარდგინეთი იყო, რომელიც ქალაქიდან 6 კმ-ში მდებარეობს.
Print