ახალი ამბები
ბორჯომში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
დღეს დილის 5 საათზე, ბორჯომში, სააკაძის ქუჩაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.ადგილობრივების განცხადებით, ცეცხლი პირველ სართულზე ლაბაძეების ოჯახიდან გავრცელდა ,დაზიანებულია როგორც ლაბაძეების საცხოვრებელი სახლი ასევე მიმდებარედ მცხოვრები მეზობლების საცხოვრებელი ფართები.



დილის 5 საათზე გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა, თუმცა ხანძარი მეორედ დღის 1 საათზე გაჩნდა.ამ ეტაპზე ხანზარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ლიკვიდირების სამუშაოები.
Print