ახალი ამბები
ბორჯომში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
უფასო სამედიცინო გამოკვლევებისა და კონსულტაციებისთვის, ბორჯომში სხვადასხვა პროფილის 30 ექიმი ჩამოვიდა.  ესენი იყვნენ: კარდიოლოგი, ნევროლოგი, გასტროენტეროლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ალერგოლოგი, ექოსკოპისტი, ზოგადი ქირურგი, ოფთალმოლოგი, მამოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგი, ვერტებროლოგი, ტრავმატოლოგი, პედიატრი, რენტგენოლოგი. სამედიცინო მომსახურება მათ ერთი დღის განმავლობაში 500-მდე პაციენტს გაუწიეს. საქველმოქმედო აქცია "ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავალი"-ს ორგანიზებით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა. სამომავლოდ იგეგმება, უფასო სამედიცინო აქციის ჩატარება ბავშვებისთვის. EuroModels.ch
Print