ახალი ამბები
"ბუნების გულშემატკივრებს" პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ
ტელეკომპანია "ბორჯომის" პროექტის "ბორჯომი-ყველაზე სუფთა და ლამაზი" ფარგლებში ლიდერობასა და გუნდურ მუშაობაში ტრენინგი ჩატარდა. 30-მდე ახალგაზრდა ლიდერობისა და გუნდური მუშაობის არსს გაეცნო,შესრულდა მრავალფეროვანი პრაქტიკული სავარჯიშოები.პროექტის ფარგლებში იგეგმება ქალაქის 5 ყველაზე ღირსშესანიშნავ და ტურისტულად დატვირთულ ადგილზე სერაციისათვის საჭირო ნაგვის ურნების განთავსება და მათი თემატური გაფორმება. დაგეგმილია ტრენინგები და სოციალური აქტივობები.პროექტის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები ნარჩენების სეპარაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას უზრუნველყოფენ.
პროექტს ტელეკომპანია "ბორჯომი" კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს,მისი მიზანი ბორჯომში ნარჩენების დახარისხების პოპულარიზაციაა.
Print