ახალი ამბები
რა ჯდება ბაკურიანში საბაგიროებით და სასრიალო ტრასებით სარგებლობა
საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძიზე და მესტიაში დამსვენებლებს 9 დეკემბრიდან უკვე ჰქონდათ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ინფორმაციით, საბაგიროებით სარგებლობის ფასები, მიმდინარე წელს უცვლელი რჩება.

აბონემენტების ღირებულება სახეობებისა და ბარათების ტიპების მიხედვით არის წარმოდგენილი და ისინი სეზონის გახსნიდან მის დასრულებამდე იმოქმედებს.


ბაკურიანში 2023-2024 წლების სათხილამურო სეზონის აბონემენტის ფასები:


1 ასვლა: უფროსი - 10 ლარი, ბავშვი - 10 ლარი;

3 ასვლა: უფროსი - 25 ლარი, ბავშვი - 25 ლარი;

პანორამა (3 ასვლა): უფროსი - 20 ლარი, ბავშვი - 20 ლარი;

სპორტსკოლა: მულტიქარდი - ბავშვი - 10 ლარი;

1 დღე სეზონზე: უფროსი - 55 ლარი, ბავშვი - 28 ლარი;

2 დღე სეზონზე: უფროსი - 110 ლარი, ბავშვი - 55 ლარი;

3 დღე სეზონზე: უფროსი - 157 ლარი, ბავშვი - 79 ლარი;

4 დღე სეზონზე: უფროსი - 204 ლარი, ბავშვი - 102 ლარი;

5 დღე სეზონზე: უფროსი - 230 ლარი, ბავშვი - 115 ლარი;

6 დღე სეზონზე: უფროსი - 253 ლარი, ბავშვი - 127 ლარი;

7 დღე სეზონზე: უფროსი - 296 ლარი, ბავშვი - 148 ლარი;

სეზონური: მულტიქარდი - უფროსი - 325 ლარი, ბავშვი - 163 ლარი

სტუდენტი (სეზონური): 180 ლარი;

ოჯახური (2/2 – 2/3): 135/160;

ღამის სრიალი: უფროსი - 30 ლარი, ბავშვი - 20 ლარი;

ტობოგანი: უფროსი - 10 ლარი, ბავშვი - 10 ლარი.




Print