ახალი ამბები
9 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი $3,3 მილიარდი იყო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან 3,3 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე კორონავირუსამდე, 2019 წლის იმავე პერიოდში ჰქონდა ქვეყანას. შემოსავალი გაზრდილია გასულ წელთან შედარებითაც.



9 თვის მონაცემები:

2023 წლის - 3 251 651 900 აშშ დოლარი;
2022 წელთან შედარებით გაზრდილია 734 468 385 აშშ დოლარით (+29,2%);
2019 წელთან შედარებით გაზრდილია 668 812 328 აშშ დოლარით (+25,9%).




გარდა ამისა, ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ მესამე კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1 447 121 966 აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 72 468 664 (+5,3%) აშშ დოლარით.



Print