ახალი ამბები
ბორჯომში კოსტავას სახელობის ბაღი განახლდა
ბორჯომში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის და მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლები, ბაღის ტერიტორია დაიყო მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებად. გასართობ სივრცეებში საბავშვო მოედანი, ჭადრაკის მოედანი და ღია კინოთეატრი მოეწყო. ტერიტორია გალამაზდა შადრევნებით და დეკორატიული განათებებით. ფუნქციური ზონები ერთმანეთს დაუკავშირდა გრანიტის ქვაფენილით, რომელიც განათებულია ლამპიონებით. ტერიტორიაზე განთავსდა სკამები და სასმელი წყლის ბიუვეტები.

კოსტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილი ქვაფენილით მოპირკეთდა, ფეხით სავალ ნაწილებზე გრანიტის ფილა მოწყო, ასევე მოეწყო პატარა სკვერი.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 200 000 ლარით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დაფინანსდა.

Print