ახალი ამბები
დღეს სამცხე-ჯავახეთში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის საღამოსა და 22 ივლისის ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
Print