ახალი ამბები
ჯავახეთის და აჭარის სათემო რეინჯერების პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა
28 აპრილს აჭარის და ჯავახეთის სათემო რეინჯერების პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმაპსინძლა.

სათემო რეინჯერებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის შედეგები, ისაუბრეს მონიტორინგის მეთოდებზე, მათ შორის მურა დათვის პოპულაციის აღრიცხვის მეთოდოლოგიაზე, რომელიც განხორციელდა არაინვაზიური გენეტიკური კვლევის საფუძველზე აჭარის დაცულ ტერიტორიებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს; კავკასიის ბუნების ფონდის - CNF; UNDP/GEF პროექტის წარმომადგენლები; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ლექტორები და სტუდენტები.

ღონისძიების ბოლოს სათემო რეინჯერებს გადაეცათ სერთიფიკატები და საჩუქრები.

პროექტი განხორციელდა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "მწვანე ბორჯომის" და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის" - NACRES მიერ, კავკასიის ბუნების ფონდის CNF - Caucasus Nature Fund ფინანსური მხარდაჭერით UNDP / GEF პროექტის ფარგლებში ,,საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა. "



Print