ახალი ამბები
"ყველაფერი გაქვთ, გახდეთ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა” - საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია ბაკურიანზე
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მიშელ ვიონმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს, რათა გახდეს ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა.


“მსოფლიო ჩემპიონატი ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გაქვთ ყველაფერი, იმისთვის, რომ იქცეთ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყნად: ინფრასტფუქტურა, კარგი სასრიალო ტრასები.

საქართველომ პირველად ჩაატარა ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატი და ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული, ძალიან კარგი რეზულტატი. თქვენ დააგროვეთ გამოცდილება და უნდა იამაყოთ. ამას ხშირად გავიმეორებ, რომ ამაყები უნდა იყოთ იმ სამუშაოებისთვის და იმ რეზულტატისთვის, რაც თქვენ მოიტანეთ”
- განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა.


მეჩვიდმეტე დღეა, ბაკურიანი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია, რადგან წლის მთავარი სპორტული მოვლენა, მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში. ჩემპიონატი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. 

ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს სახელით ასპარეზობს 6 სპორტსმენი, მათგან სამი ბაკურიანიდანაა. ესენი არიან: დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე. 


მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, დღეს დასრულდება სპორტული ნაწილი, სადაც საქართველო დროშას გადასცემს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას - შვეიცარიას.

დღეს, 5 მარტს, 19:00 საათზე, ჩემპიონატის სოფელში, დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
Print