ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში ბორჯომსა და ბაკურიანში
9 იანვრამდე, სამცხე-ჯავახეთში სინოპტიკოსები ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ. ორი დღის განმავლობაში, მაღალმთიან ზონებში თოვას და ქარბუქს ვარაუდობენ, ხოლო 6 იანვარს, მათი წინასწარი პროგნოზით, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება.

4 და 5 იანვარს სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია მზიანი და უნალექო ამინდი. ბორჯომში, ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში დღისით ტემპერატურა +7, +9, ხოლო ღამით ყინვა -3,-5 გრადუსამდე შემცირდება. უნალექო ამინდი შენარჩუნება მაღალმთიან ზონებშიც. ბაკურიანში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში, ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი, ხოლო ღამით კი -4, -8 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო ამინდი იქნება 6 იანვარსაც. ღამის საათებში კი სინოპტიკოსები ყინვის გაძლიერებას ვარაუდობენ. ბორჯომში, ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში, დღე ჰაერის ტემპერატურა +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ტემპერატურა -6,–10 გრადუსამდე დაიკლებს.

ყინვა გაძლიერდება ბაკურიანშიც, ახალქალაქსა, ნინოწმინდაშიც. დღისით ჰაერის ტემპერატურა +1, +2 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -10, -13 გრადუსამდე შემცირდება ტემპერატურა.


7 იანვარს ღამის საათებიდან ტემპერატურა შედარებით შერბილდება, სინოპტიკოსები 8 იანვრის ჩათვლით თოვას და ქარს ვარაუდობენ. მაღალმთაში კი არ გამორიცხავენ ქარბუქს.

ბორჯომში, ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში, დღისით ტემპერატურა 0, +2 დაფიქსირდება, ხოლო ღამით ყინვა -3,-5 გრადუსამდე შემცირდება.

ქარბუქია მოსალოდნელი ბაკურიანში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში,. ტემპერატურა დღისით –2, –4 გრადუსი, ღამით კი -5, -6 გრადუსია მოსალოდნელი.

9 იანვრიდან ისევ გამოიდარებს. სინოპტიკოსები ღამის საათებში ყინვის გაძლიერებას პროგნოზირებენ.




Print