ახალი ამბები
ბაკურიანში კოხტასა და მიტარბის საბაგიროები და სასრიალო გზები გაიხსნა
ბაკურიანში, კოხტასა და მიტარბის საბაგიროები და სასრიალო გზები ღიაა. მსურველების მიღება 17:00 საათამდეა შესაძლებელი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი "ბაკურიანი" ავრცელებს. 

დიდველის, კოხტასა და მიტარბის სასრიალო გზების მომზადება ახალი სათხილამურო დღისთვის გუშინ საღამოს მოხდა.

ძლიერი ქარის გამო, დიდველის საბაგიროები დროებით გაჩერდა. ამინდის გაუმჯობესებისთანავე კვლავ ჩაირთვება.
Print