ახალი ამბები
წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 500 853 ვიზიტორი ესტუმრა
2020 წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა; წელს დაცულ ტერიტორიებს 600 ათასამდე ვიზიტორი ესტუმრა.

2021 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 10.4 -ჯერ.

2021 წელს, 9 თვის განმავლობაში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია შემდეგ ტერიტორიებს:

მარტვილის კანიონი;
პრომეთეს მღვიმე;
ყაზბეგის ეროვნული პარკი;
ოკაცეს კანიონი;
მტირალას ეროვნული პარკი.



პარალელურად, პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარება აქტიურად გრძელდება:

გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტი „თეთრა მღვიმე”;

ამოქმედდა საქართველოში პირველი, მრავალფუნქციური ეკოტურისტული სივრცის, წალკის კანიონის ნაწილი, სადაც მოგზაურობა ჩანჩქერამდე მიმავალ ახალ ბილიკზეა შესაძლებელი;

ოკაცეს ჩანჩქერზე განახლდა 700 მეტრიანი ზიპლაინი,

მოეწყო ახალი ბილიკები, მათ შორის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში, სათაფლიაში.
Print