ახალი ამბები
,,მწვანე ქალაქის მეგობრები“ (R)
ბორჯომის მერია, მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზაალიშვილის ინიციატივით ახალ კამპანიას იწყებს, სახელწოდებით „ მწვანე ქალაქის მეგობრები“. კამპანიის მიზანი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.

კამპანიის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიის გამოვლენა და მოქალაქეების ჩართულობით მისი დასუფთავება.

ბორჯომის მერია მოგიწოდებთ გახდეთ მწვანე ქალაქის მეგობრები, თქვენს უბნებში შექმნათ ჯგუფები, მოიძიოთ შესაბამისი ადგილი, ჩაატაროთ დასუფთავების აქცია და ჩაწეროთ ვიდეო მიმართვა, სადაც ქალაქის რომელიმე უბნის/სოფლის მცხოვრებლებს ან მერიის სამსახურებს გამოიწვევთ.

ვიდეო უნდა აიტვირთოს მოქალაქეების პირად facebook გვერდებზე ჰეშთეგით #ბორჯომისმერია #კამპანია #მწვანექალაქისმეგობრები და მოინიშნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის facebook გვერდი.

ასევე შეგიძლიათ, აქციის ამსახველი ფოტოები და ვიდეო მასალა გამოგვიგზავნოთ facebook გვერდზე. კამპანიის სიახლეები პერიოდულად განთავსდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის facebook გვერდსა და ვებ-გვერდზე, ყველაზე აქტიური მოქალაქეები დაჯილდოვდებიან.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე !

Print