ახალი ამბები
ბაკურიანი ვიზიტორების გარეშე - როგორი სეზონი იქნება ზამთრის კურორტზე
ბაკურიანში ზამთრის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირა რჩება, ადგილობრივი ბიზნესი და ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივები სრულ გაურკვევლობაში არიან. ვიზიტორების გარეშე დარჩენილი და ჩავარნილი ზაფხულის სეზონის ფონზე, ბაკურიანში იმედოვნებდნენ, რომ ზამთარში მაინც შეძლებდნენ დამსვენებლების მიღებას, მაგრამ ჯერ არ იციან რა ბედი ელის ზამთრის კურორტს და იმოქმედებს თუ არა დაანონსებული შეზღუდვები სეზონის დაწყებაზე. ბაკურიანში შიშობენ რომ შეზღუდვების შემთხვევაში მათი შემოსავალი უბრალოდ განულდება.
Print